Skip to content
04/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება

მარშალ პრესი 04/10/2026
sozar subari

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გასული წლის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის აშკარა მცდელობას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რადიკალური ჯგუფები სასახლეში შეჭრას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ვერ გაბედავდნენ

„4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა. მას შემდეგ კი, რაც ეს მცდელობა ჩავარდა, ზოგიერთმა თითქოს სცადა, გამიჯვნოდა და დაიწყო მომხდარის დაგმობა. თუმცა, დღეს მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტებით გამოჩნდა, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაზე არიან, როგორც მაშინ, როცა ხელისუფლების გადატრიალებისთვის იყვნენ მზად.

ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება. ამის მკაფიო დასტური კი ის არის, რომ დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში, ვურჩევ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან
Next: პატიმარმა გიორგი დავითაძემ ციხის თანამშრომლის თვალწინ გაურკვეველი საგანი გადაყლაპა – პენიტენციური სამსახურის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.