Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ბარამიძის განცხადება უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივია, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ჯარის მიმართ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც

მარშალ პრესი 11/07/2022
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენი ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა არის მიზანმიმართული, რათა დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო“.

ბურჭულაძის თქმით, ბარამიძის განცხადება არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

„ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე. აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს იგრძნობა, რომ ჩვენი ჯარის მიმართ მათი დისკრედიტაციის მცდელობა არის მიზანმიმართული, რათა დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი. ჩვენი ბიჭები არიან გმირები. ყოველთვის თავს იჩენენ მსოფლიოში სხვადასხვა მასშტაბის ოპერაციებში მონაწილეობისას, ასევე ჩვენი სამშობლოს დაცვის დროსაც ყოველთვის ჩვენი ბიჭები იჩენენ თავს. ეს ის ხალხია, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში ემსახურებიან სამშობლოს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Post navigation

Previous: საკონსტიტუციო ცვლილებების მოცემულობა და დღევანდელი მოცემულობა თუ ვინმეს ერთი და იგივე ჰქონია, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან კრიტიკული დამოკიდებულება მექნება
Next: საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.