Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ

მარშალ პრესი 03/10/2026
dimitri samkharadze

ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა, – წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და არჩევნების პროცენტულ მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების” კანდიდატებს დამაჯერებელი გამარჯვება აქვთ.

მისი თქმით, პასუხი გაცემულია ყველასთვის, იმათთვისაც, რომლებსაც განცდა ჰქონდათ, რომ მათი პიროვნული ფაქტორი იყო ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების გამარჯვება!

„აგენტურა საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს! ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ, ქართული ოცნების წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა! სავარაუდოდ მოილაპარაკეს, ფული რომელს უფრო შეეძლო დაეხარჯა და გადაწყვიტეს, თაღლითი ხაზარაძის პარტია დარეგისტრირებულიყო! სრულიად ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება მოახდინეს და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, ქართული ოცნების კანდიდატების წინააღმდეგ! ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა: წალკა – ქართული ოცნება 96.7% ვანი – ქართული ოცნება 87.1% (წინა არჩევნებზე ვანის რაიონში კონკურენტი არ გვყავდა და 366 ხმა ავიღეთ. ახლა კი, კონკურენტის პირობებში, ხმათა რაოდენობა გაიზარდა და 387 შეადგინა) დმანისი – ქართული ოცნება 98.4% პასუხი გაცემულია ყველასთვის, იმათთვისაც, რომლებსაც განცდა ჰქონდათ, რომ მათი პიროვნული ფაქტორი იყო ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების გამარჯვება! არჩევნებს იგებს ერისკაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართველ ხალხთან ერთად და წერტილი. მადლობა ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, შტაბებს, ქართული ოცნების ყველა ჯარისკაცს, ნამდვილებს!”- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში
Next: პრემიერი – გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.