Skip to content
04/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

“ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს” – როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის?

მარშალ პრესი 03/10/2026
cesko

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით, უბნებზე მივიდა 901 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს.

“მათ შორის, ახმეტაში მივიდა 93 ამომრჩეველი (34,19%); დმანისში 129 ამომრჩეველი (49,05%), წალკაში 352 ამომრჩეველი (34,82%), ვანში 327 ამომრჩეველი (48,16%)”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მიდიან არჩევნებზე და მოითხოვეს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება, შესაბამისი სერვისით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ემსახურებიან.

“საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Post navigation

Previous: ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა
Next: საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.