Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა – პრემიერი

მარშალ პრესი 11/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი
ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. 
ბოლო პერიოდში ჩვენ არა ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: იმ ფონზე, როცა ევროპაში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
Next: პირველი, რითაც ინტერესდებიან – ცოცხალია თუ არა ჯერ კიდევ საქართველოს პატრიარქი და შეიყვანეს თუ არა ივანიშვილი სასანქციო პაკეტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.