Skip to content
04/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად” – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან

მარშალ პრესი 03/10/2026
06

ვანში მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს, არჩევნები კი ელექტრონული წესით ტარდება.

სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო-ლელოს” კანდიდატები იბრძვიან.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ვაჟა ხელაძემ.

“მოდიან ადამიანები, აძლევენ ხმას მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ჩემს სოფელს. ბევრი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად,” – განაცხადა ვაჟა ხელაძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

Post navigation

Previous: დმანისის 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
Next: ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი” – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.