Skip to content
03/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება. მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს

მარშალ პრესი 03/10/2026
nikoloz metreveli

ოპოზიცია და მათი ტელევიზიები უკვე 14 წელია ერთი და იგივე კერძს, სახელად „რევოლუციას“, ხარშავენ, თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ რიგებში პოლიტიკურ აჯაფსანდალს იღებენ,- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მეტრეველი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ირგვლივ ატეხილ ამბავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებებს მტკიცებულება სჭირდება.

მისი თქმით, საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს.

“რატომ არ გამოსდით რევოლუცია?

იმიტომ, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, რისგანაც ამ შედეგის მიღებას ცდილობ და აქ მუდამ გენიალური ლევან გოთუას „გმირთა ვარამიდან“ ერთი ფრაზა მახსენდება: „იცოდე, რომ კეთილი საქმე ცუდი გზით არ გაკეთდება, ისევე როგორც კრაზანის თაფლიდან არ იქნების წმინდა სანთელი! არა!“

წლებია იცვლება მხოლოდ ინგრედიენტები. ხან ერთი სკანდალი, ხან მეორე ბრალდება, ხან მესამე ტრაგედია. მაგრამ რეცეპტი უცვლელია: მაქსიმალური ემოციური ფონი, პოლიტიკური დაძაბულობა და მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც გამოვა ხალხი ქუჩაში.

გიორგი დავითაძის საქმეშიც იგივე მცდელობა ჩანს. უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება.

ამ კონტექსტში, არ შემიძლია არ გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ლაზარე ჯორბენაძის ტრაგედიის გარშემოც ატეხილი უსაფუძვლო პოლიტიკური ხმაური. რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს სხვა თემა აღარ არსებობდა. დღეს კი ის საბრალო ადამიანი უკვე საერთოდ გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რადგან ახლა დავითაძის საქმეა არჩეული მორიგ მთავარ თემად.

მაგრამ საზოგადოება ბრალდებასა და დადასტურებულ ფაქტს ერთმანეთისგან კარგად არჩევს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს.

გავიმეორებ: ოპოზიცია საკუთარი ჭუჭყიანი ხელებით 14 წელია რევოლუციას ხარშავს, მაგრამ რევოლუციის ნაცვლად კვლავ და კვლავ პოლიტიკური აჯაფსანდალი გამოსდით. და მიზეზიც ძალიან მარტივია: კრაზანების სკიდან თაფლი არ გამოდის, ისევე, როგორც ბოროტი საწყისიდან კარგი შედეგის მიღება ვერ ხდება.”- წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Next: დმანისის 35-ე უბანზე მაღალი აქტივობაა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.