Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელზე: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული – ეს ციფრები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე

მარშალ პრესი 02/10/2026
nikoloz metreveli

მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია. წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა, -წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხმაურისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი განწყობის შეფასება გაზომვადი მონაცემებით უნდა მოხდეს. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევაში მთავრობისადმი ნდობის 54.1%-იანი მაჩვენებელი და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„მავანს შეუძლია უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია.

გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი 54.1%-ს აღწევს და საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
წინა შეფასებით საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ ხშირად იქმნება სრულიად განსხვავებული საინფორმაციო სურათი. თუმცა, როდესაც საერთაშორისო კვლევაში საქართველო მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის ხვდება, ამ ფაქტის უბრალოდ გაქრობა ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით გადაწერა შეუძლებელია.

გავიმეორებ: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული. ეს ციფრები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი მეორე.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს
Next: 3 ოქტომბერს გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.