Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს

მარშალ პრესი 02/10/2026
irakli kobakhidze10

თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.

„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება კი – ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი – საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანიზმსა და ეროვნულ იდეალებს
Next: ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.