Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი: მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები

მარშალ პრესი 02/10/2026
lela razikashvili1

მახსენდება, 14 წლის წინ ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში. გათენებამდე დავდიოდით ქუჩაში, ვერ შევდიოდით სახლში. ერთმანეთს ვეხვეოდით სრულიად უცხო ადამიანები. სახლში წასვლა არავის არ უნდოდა, სიხარულით დარბოდნენ ქუჩაში. ეს არ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ შენი საყვარელი პოლიტიკური ძალის გამარჯვებით. რამ მოიტანა ეს? ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც სიხარულით დადიოდა 14 წლის წინ ამ დროს საქართველოში, ჰქონდა ფიზიკურად გადარჩენის სიხარული, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

მისი თქმით, წნეხი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან იყო ენით აუწერელი.

„მე, მაგალითად, როდესაც დაიწყო სექტემბრის თვე, პირადად ძალიან ჩართული ვიყავი ცენტრალურ ოფისში ღონისძიებებში. უკუთვლა დავიწყე – დამრჩა სიცოცხლის 29 დღე, დამრჩა სიცოცხლის 28 დღე. ეს შეიძლება ახლა ახალგაზრდას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ სულაც არ იყო გადაჭარბებული იმ სისასტიკის და წნეხის პირობებში, რასაც ჩვენ განვიცდიდით. ძალიან რთულ ბრძოლაში ვიყავით და იმ რევანშის და შურისძიების მოლოდინში, რაც მერე გველოდა, ვინც გავბედეთ და ხორცსაკეპში შევყავით თავი, თუკი ვერ გავიმარჯვებდით“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით ქართველმა ხალხმა მიიღო სხვა საქართველო.

ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დასრულდა შიში.

„ჩვენ მივიღეთ სხვა საქართველო. ჩვენ გვქონდა საქართველო, რომელმაც მოახერხა მაშინ ყველა ოჯახში შესვლა და შიშის შეტანა. საქართველო შეიცვალა. ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მედროშე ქალბატონი, ნომერი პირველი ერთ-ერთ სიაში იყო საჯარო მოხელე და ის არავის გაუგდია სამსახურიდან. ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც 2000-ზე მეტი კერძო ბიზნესი აწერს ხელს ხელისუფლების საწინააღმდეგო პეტიციას და მათ არავინ მივარდნია ჯიბეებში ხელჩაწყობილი – შენ თუ ამას არ გააკეთებ და ა.შ… ჩვენ სხვა საქართველო მივიღეთ“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლებს ქართველი ამომრჩეველი აღარ მიიღებს პოლიტიკაში.

ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და რადიკალური ფრთა, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთია.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი
Next: ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.