Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბექა ძამაშვილი საია-ს ანგარიშზე: „არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებული ინფორმაცია“

მარშალ პრესი 01/10/2026
beka dzamashvili

„არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებული ინფორმაცია. ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა რაღაც საერთაშორისო სტანდარტს არღვევს ან ლიმიტს გადასცდა. სინამდვილეში, როგორც გაერო-ს, ისე ევროსაბჭოს წამების პრევენციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმართა რაოდენობა არის დასაშვებ ლიმიტში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა საია-ს მიერ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან გაგზავნილი ანგარიშის შესახებ განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, მონაცემები ისეა წარმოჩენილი, თითქოს პირობით ვადამდე გათავისუფლების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, რაც ფაქტების საწინააღმდეგოა.

„მიმდინარე წელს, მხოლოდ 8 თვეში 861 პირი გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ეს რაოდენობა უთანაბრდება გასული ორი წლის საერთო მაჩვენებელს. საია-მ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიზეზებისთვის გამოიყენა ეს ფორუმი და ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა, როგორია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მათ ზოგად კონტექსტში, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაა გაუარესებული და თითქოს NGO სექტორი ვიწროვდება, ამ კუთხით გამოიყენეს, რაც საერთოდ არარელევანტური თემატიკაა ამ ანგარიშისთვის.

თვითონ გაერო-ს და ევროსაბჭოს ექსპერტები ამბობენ, რომ ერთი შემთხვევაც კი არ უპოვიათ მათ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია პატიმარზე იძალადებდა. საია-ს არაფერი უხსენებია იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც კი არ მიუღია არც სტრასბურგის სასამართლოს და არც გაერო-ს კომიტეტებს დასაშვებად საქართველოს პენიტენციური სისტემიდან; რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში სტრასბურგში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა“.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საია პატიმრების რაოდენობის ზრდას ნარკოდანაშაულთან და, განსაკუთრებით, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის გამკაცრებას უკავშირებს:

„ანგარიშში ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასმული და, ბუნებრივია, სახელმწიფო ამ თემას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ნარკოდანაშაულთან და ნარკორეალიზატორებთან მკაცრი პოლიტიკა უნდა იყოს და ასეც გაგრძელდება, რადგან ეს არის ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს არ აზარალებს და მომავალ თაობას, ფაქტობრივად, სპობს. შესაბამისად, თუ საია-სთვის ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, გასაგებია, მსგავსი ინფორმაციის გაგზავნა საერთაშორისო ასპარეზზე რა ინტერესებს ემსახურება“.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
Next: შსს ნაც.მოძრაობის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.