Skip to content
02/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – “ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა

მარშალ პრესი 01/10/2026
irakli kircxalia2

1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია წერს.

მისივე თქმით, 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო.

„ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.

როდესაც 1 ოქტომბერს ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს.

1 ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – წერს კირცხალია.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს – როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც
Next: ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი, ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი – გიორგი გამსახურდია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.