Skip to content
01/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით საია-ს ანგარიშზე: ცრუ დასმენა გრძელდება. მიზანმიმართულად უტევენ და ანგრევენ იმას, რაც ჩვენ ვაშენეთ

მარშალ პრესი 30/09/2026
irakli kircxalia2

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერში“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.

კირცხალიას შეფასებით, საია-ს ანგარიში ქვეყნის და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ცრუ დასმენაა.

„ცრუ დასმენა ყოველთვის გაგრძელდება. სწორედ სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი ციხე რომ არის, აი სწორედ მაგიტომ მიდის აი ამ ყველაფერზე მიზანმიმართული შეტევა. სწორედ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის დღეს პენიტენციურ სისტემაში, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ყველამ ვნახეთ ის კადრები და თურმე ვიღაც ფეხბურთს ვერ უყურებს და თურმე სადღაც რამდენიმე დღით რომელიღაც წვენს შეიძლება დააგვიანდა და ასეთი პრეტენზიები რომ აქვთ ციხეებში, სადაც მიცვალებულებს აბამდნენ საკნებში და წამებით 10 კაციან საკანში კარანტინში 70 და 80 კაცი რომ იდგა, ესენი მიდიან დღეს იმ ე.წ. „დანოსებით“. ამას ურტყამენ. ამას ურტყამენ იმას, რაც ჩვენ ვაშენეთ და 2012 წელს რაც მოვიდა [ქართული ოცნება] მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი უფლებები. აი ამას ურტყამენ. სწორედ მაგიტომ ვიტყვი და ხაზგასმით ვიტყვი, რომ სწორედ დღეს ის ჰუმანური მიდგომები და ის სტანდარტები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში და რასაც ხელმძღვანელობს დღეს იუსტიციის მინისტრი და ყველა ის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია და რასაც ხელმძღვანელობდა ყველა იუსტიციის მინისტრი, რომელიც იყო ჩვენი მმართველობის პერიოდში, აი ამას ანგრევენ ზუსტად. იმ ნაშენების დანგრევა უნდათ და იმ შედეგზე ჩრდილის მიყენება უნდათ, რა შედეგზეც დღეს ჩვენ ვართ გასულები.“- აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მათი ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის გაგრძელება.

„ესეც გაგრძელებაა იმ ანტისახელმწიფოებრივი და იმ არასამთავრობო აგენტური კოალიციის წარმომადგენლების, რომლებიც დღეს ჩაბოდიალდნენ ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ჩაიტანეს ცრუ [ანგარიში]. აი ეს თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ისე, როდესაც იცის რეალურად აქ რა ხდება, ეს პასუხებიც წინასწარ ხომ ვერ ვიტყვი რა არის, ხომ? ბევრი პასუხი მოგვისმენია ასეთ ჩასვლაზე და ბევრი კომენტარი მოგვისმენია, თუნდაც ზურაბიშვილების, ხიდაშელის, საბანაძის და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესის გამტარებელი აგენტების მონაბოდი რომელიღაც მოღალატეობრივი ტრიბუნიდან გაურკვეველი სახელი და გვარების წინაშე, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და შემდეგ აქ მათივე ტელევიზიებიდან ამითი დღის წესრიგის შექმნა თვიდან თვემდე თუ კვირიდან კვირამდე. ამის გაგრძელებაა.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
Next: დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.