მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
კახიანის თქმით, მიზანი -მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
„ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. ეს ცვლილებაც, ამ კონტექსტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას იმაზე, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მან.
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება – პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
