Skip to content
01/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

მარშალ პრესი 30/09/2026
cesko

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. 

 

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.

 

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

 

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა – თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა” ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?
Next: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.