Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია – უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს

მარშალ პრესი 29/09/2026
tamar chergoleishvili

ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია, – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შესახებ.

ჩერგოლეიშვილი იხსენებს იმასაც, რომ კუპრაძე მას ერთ-ერთ აქციაზე ევაჭრებოდა, რომ სცენის ფულს მამუკა ხაზარაძე გადაიხდიდა, თუ აქციაზე გაჟღერდებოდა ის გზავნილები, რაც ხაზარაძეს გაუხარდებოდა. მისივე თქმით, კუპრაძე იმაზეც ევაჭრებოდა, რომ თავს არ დასხმოდა, სანაცვლოდ კი სატელევიზიო ეთერს პირდებოდა.

“ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში. იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე საფენად აქცია ოპოზიციური ტელემედია.

და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას.

P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება – ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული.

მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო – ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ნიშნავს 22 მილიონი ლარის უკან ჩაბრუნებას ეკონომიკაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.