Skip to content
30/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები 434 მილიონ ლარამდე გაიზარდა

მარშალ პრესი 29/09/2026
zara

საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს.

Cenomi საქართველომ, ანუ შპს „რითეილ ჯგუფ ჯორჯიამ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთლიანი გაყიდვები წლის განმავლობაში 77 მილიონი ლარით, 434 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის წმინდა მოგება კი თითქმის უცვლელად შენარჩუნდა და 49 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოში Inditex-ის ბრენდების – Zara-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-ს, Pull & Bear-ის, ასევე ბრენდების Mango-ს, Marks & Spencer-ის, Stradivarius-ისა და Oysho-ს ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია Cenomi-ი, რომელიც საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ ჯგუფის მიერ არის დაფუძნებული. ჯგუფი გლობალური ბრენდების რითეილით ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რითეილით არის დაკავებული.

გუფში შემავალი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, გაყიდვებში პირველ პოზიციას Zara იკავებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხუთი მაღაზიით და ელექტრონული კომერციის პლატფომით არის წარმოდგენილი, მათ შორის ბრენდის ყველაზე დიდი 2833 კვადრატული მეტრის მაღაზია „სითი მოლში“ მდებარეობს. 2025 წელს საქართველოში Zara-ს გაყიდვები 29%-ით, 212 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ჯგუფში შემავალი ბრენდების გაყიდვების მოცულობა 2025 წელს ასე ნაწილდებოდა:

Zara – 212.4 მილიონი ლარი;
Massimo Dutti – 59 მილიონი ლარი;
Mango; Parfois; Aldo; Flormar; US Polo – 57.1 მილიონი ლარი;
Stradivarius – 34.3 მილიონი ლარი;
Bershka – 25.2 მილიონი ლარი;
Pull & Bear – 20 მილიონი ლარი;
Marks & Spencer – 4 მილიონი ლარი.
Zara Home – 3.9 მილიონი ლარი.

„2025 ფინანსური წელი Cenomi Retail Georgia-სთვის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით დასრულდა. კომპანიის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა შეადგინა 434M GEL. EBITDA-მ გადააჭარბა 68M GEL-ს, ხოლო წმინდა მოგებამ 49M GEL-ს გადააჭარბა. აღნიშნული შედეგები ასახავს ბიზნესის მასშტაბის ზრდას, ოპერაციული მოდელის ეფექტიანობასა და ხარჯების დისციპლინირებულ კონტროლს.

პროდუქტიულობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაყიდვები ერთ კვადრატულ მეტრზე (RMP) გაიზარდა 4,300 GEL-დან 2019 წელს 15,300 GEL-მდე 2025 წელს, რაც მიუთითებს ოპერაციული ეფექტიანობის სტრუქტურულ ზრდაზე. იჯარისა და პერსონალის ხარჯების წილი გაყიდვებში შენარჩუნდა სამიზნე მაჩვენებელზე დაბლა, მიუხედავად აბსოლუტური ხარჯების ზრდისა, რაც განპირობებული იყო ბიზნესის მასშტაბის ზრდითა და შესრულებაზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემით.

ბრენდების შედეგები გლობალურ დონეზე მაღალი იყო. Mango, Oysho და KIKO Milano საერთაშორისო რეიტინგებში მოხვდნენ ლიდერ პოზიციებზე, მათ შორის ევროპაში ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვების მიხედვით. ძირითადი ბრენდების მაღაზიების რეიტინგული ქულის ზრდამ უზრუნველყო ასორტიმენტის გაფართოება და პროდუქციის მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესება“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

Cenomi საუდელი მილიარდერის, ფავაზ ალკოჰაირის მიერ არის დაფუძნებული. Forbes-ის თანახმად, 2017 წელს ალჯოჰაირის ქონება 1.2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა მას შემდეგ გამოცემას მისი ქონების შეფასება არ განუახლებია.

Post navigation

Previous: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას – World Bank-ის ანგარიში
Next: დავით ქართველიშვილი: კახეთი აღარ არის უბრალოდ „საქართველოს აღმოსავლეთი“ – ის ხდება იმ მარშრუტის ნაწილი, რომელიც კასპიის ზღვაზე ბევრად შორს იწყება და შავ ზღვაზე ბევრად შორს მთავრდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.