Skip to content
29/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, “კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება

მარშალ პრესი 28/09/2026
irakli kircxalia

გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. უმრავლესობის ლიდერს კითხვა ლევან მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს. “ბატონი ლევანი [მაჭავარიანი] ახალს არაფერს ამბობს და საზოგადოებას ახსენებს, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე.

საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა ნომრის და ფერის პარტიები იყო და არის ერთი დიდი ბინძური სცენარის ნაწილი. გარე ძალები და აგენტურა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მათ რიგებში დივერსიფიცირება მოეხდინათ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში. უტიფრად აყრიან ქართველ საზოგადოებას თვალებში ნაცარს. გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: გვარამია ეჯდათ „ფორმულაზე“ ბრადიაგებს – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე – 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.