Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა

მარშალ პრესი 26/09/2026
levan machavariani

ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეკა გიგაურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოეხსენიების საკითხს.

მისივე თქმით, არასამთავრობოები იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი დონის სითავხედე უკვე აღარ შეიძლებოდა, რადგან საქართველოში ამის 20-30 ადამიანსაც კი აღარ სჯერა.

„სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ბულინგმა გაჭრა. მათ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება – ყველამ იცის სააკაშვილის მიერ გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით, შემდეგ შეფუთეს, თითქოს „პიჯაკების საქმეა“, რომ გაეუბრალოებინათ საკითხი. 9 მლნ ლარზეა საუბარი. არა მგონია, პიჯაკები 9 მლნ ლარი ჯდებოდეს.

ზოგადად, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, ვინც ავანგარდში იდგა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები. მითუმეტეს, ეკა გიგაურის მხრიდან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.

ერთი მხრივ, სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოს სახელით და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.