Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

რატი იონათამიშვილი: პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის

მარშალ პრესი 25/09/2026
rati ionatamishvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.

“მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი — მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.” – წერს იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად
Next: დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.