Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული

მარშალ პრესი 25/09/2026
irakli kobakhidze5
მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს.
„მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული. თუმცა მათი ერთგვარი თვითმიზანია, რომ ყოველდღიურად შეიკრიბონ, რათა ამ ყველაფერს დაარქვან უწყვეტი პროტესტი. პირიქით, ამ ქმედებებით ხდება მათი ე.წ. პროტესტის დისკრედიტაცია.
როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა – მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია
Next: პრემიერი – ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის, ხელისუფლების უალტერნატივო გაცხადებულ მიზანს უპირისპირდება ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ კონკრეტული ადამიანები, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.