Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ზე: ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან

მარშალ პრესი 10/07/2022

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, ბიძინა ივანიშვილთან სასამართლო დავა წააგო, საფინანსო ინსტიტუტმა ნაკისრი ვალდებულების თვეებია არ ასრულებს და ამის ახალ მოტივად ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ასახელებს – დოკუმენტი რომელსაც არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა არ გააჩნია. „იმედის კვირა“ ამ თემაზე ივანიშვილის ადვოკატს, ვიქტორ ყიფიანს გაესაუბრა.

„ევროპარლამენტის რეზოლუციის არც ევროსაბჭოს რომელიმე დოკუმენტში უპოვია ასახვა და არც ევროკომისიის. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რაც ჯერ არსად ასახულა და არის მხოლოდ ფიქცია და ჰიპოთეზა, ჩემი, როგორც ადვოკატის მხრიდან, არასერიოზულია.

ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. შემთხვევით არ ვამბობ „გლობალურ ინსტიტუტს“, ვინაიდან ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნება არის, ჩვენ ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და თუ შორს წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. მაგრამ როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი არის ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გაფართოვდება და ამაში შეიძლება ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები – სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა იმედები გაუცრუო. ვიტყვი ერთ რამეს – იერიში მიიტანეს სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ბატონ ივანიშვილს აქვს ფინანსური აქტივები. სხვაგან სადმე ბატონ ივანიშვილს ფინანსური აქტივები არ გააჩინა“, – განაცხადა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან $400 მილიონამდე დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყო
Next: გიორგი ამილახვარი: ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, იგი რაიმე ფორმით ერევა ქართულ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.