Skip to content
25/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

მარშალ პრესი 25/09/2026
40
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა იმედი, რომ სერბეთის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციაზე და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომლის გაფორმებაზე მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
Next: ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია, ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.