Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა

მარშალ პრესი 24/09/2026
temur dadiani

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ–დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს, თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი ვორსლის ჯილდო გადაეცა.

 

აღნიშნული ჯილდო ენიჭება ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი მიღწევების გზაზე განსაკუთრებული სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოავლინა, დაეხმარა სხვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში, დაძლია სირთულეები და ხელი შეუწყო სპორტის განვითარებას, როგორც რეაბილიტაციის საშუალებას.

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამსახურისას მიღებული მძიმე დაზიანებების შემდეგ, თემურ დადიანმა სპორტის საშუალებით აღიდგინა ფიზიკური ძალა და ფსიქოლოგიური მდგრადობა. იგი „ძლიერთა თამაშების 2025“ წლის ოქროს მედალოსანია, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია პარამკლავჭიდში, გინესის რეკორდი ორჯერ აქვს დამყარებული “აზიდვებში” და საქართველოს პირველი ზამთრის პარალიმპიელია თხილამურებით შეჯიბრში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ზამთრის რამდენიმე პარალიმპიურ თამაშში.

თემურ დადიანი, როგორც ადაპტირებული სპორტის სპეციალისტი, თანამებრძოლების, მათ შორის მძიმე დაზიანებების მქონე პირების, აქტიური მხარდამჭერია სპორტისა და რეაბილიტაციის პროცესში.

დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 17 სექტემბერს, ლონდონში, „სამეფო საზღვაო კოლეჯში“ გაიმართა. ჯილდო თემურ დადიანს სასექსის ჰერცოგმა – პრინცმა ჰარიმ, მაქს და ალისია უორსლისებთან ერთად გადასცა.

Post navigation

Previous: ლევან მახაშვილი: გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის დიალოგის მზაობა – საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას, ობიექტური შეფასების პირობებში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
Next: ნიკოლოზ მეტრეველი ანა წითლიძეს: როცა სხვას „მკვლელს“ უწოდებ, სად არის მტკიცებულება და როგორ პასუხობ შენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლების პერიოდის მძიმე მემკვიდრეობას? მორალური აღმატებულობის პოზიდან სხვისთვის „მკვლელის“ ძახილი განსაკუთრებით მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.