Skip to content
26/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა – ეს სიცრუეა და ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას

მარშალ პრესი 24/09/2026
archil berianidze

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ იმ შემთხვევაში, თუ ელიზბარაშვილი ჩადენილს მოინანიებდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თითქოს მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბერიანიძე აღნიშნულს „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

„ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, ჩვენი ინიციატივით არ მიგვიმართავს ბრალდებული მხარისთვის და მათი უფლებადამცველი ადვოკატებისთვის. თავად მათი ინიციატივით მოხდა ჩვენთან დაკავშირება და მათ სურდათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მხარის პოზიციის გაგება. რამდენიმე ადვოკატთან გავაჟღერეთ ეს პოზიცია, რომ თუკი თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩვენი მხრიდან იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რაც მას შეუბსუბუქებდა სამართლებრივ მდგომარეობას. თუმცა, აღნიშნულის შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან კვლავ გადაიდგა ნაბიჯები, კონკრეტულად, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ეს გახლავთ მტკნარი სიცრუე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია დაზარალებულებისგან იქამდე სანამ, მე, როგორც მათი უფლებადამცველი ადვოკატი ჩავერთვებოდი სისხლის სამართლის საქმეში, უშუალოდ მათთან ჰქონდათ სურვილი ბრალდებულის ადვოკატებს კომუნიკაციის და პირადად მათგან სურდათ მოესმინათ პოზიცია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ჩარტის შემდგომ პირადად მე დამიკავშირდნენ“- განაცხადა ადვოკატმა.

Post navigation

Previous: ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენება, არამედ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო ადამიანის მორალურად სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა
Next: ლევან მახაშვილი: გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის დიალოგის მზაობა – საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას, ობიექტური შეფასების პირობებში თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.