Skip to content
25/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვეტერინარული კლინიკები მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურებისას 2027 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდით ისარგებლებენ

მარშალ პრესი 24/09/2026
555

ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვისა და მოთხოვნების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისათვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ცხოველთა დამცველებთან და შესაბამისი პროფესიის  წარმომადგენლებთან.

იმისათვის, რომ ვეტერინარულმა დაწესებულებებმა შეფერხების გარეშე შეძლონ არაიდენტიფიცირებული მიუსაფარი (უპატრონო) და მიკედლებული ცხოველების მომსახურება, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, 2027 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს არ გამოიყენებს.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა შესაძლებლობას მისცემს დარგის წარმომადგენლებს, ეტაპობრივად მოიყვანონ საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

აღნიშნული საკითხის საბოლოო დარეგულირებისა და სისტემის სრულყოფის მიზნით, ცხოველთა დამცველებთან და ვეტერინარული სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციები და ერთობლივი მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
Next: პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.