Skip to content
23/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 23/09/2026
unnamed

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს პრესსპიკერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებთან კონკრეტული დეზინფორმაციული შინაარსის მაგალითები განიხილა და მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სტრატეგიული მიდგომები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე არაერთი კითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ხან სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში პროცესების ესკალაცია მოხდეს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.