Skip to content
23/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანი ნადარეიშვილი ნაც.მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

მარშალ პრესი 23/09/2026
ani nadareishvili

ანი ნადარეიშვილი ნაც.მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებით მიიღო:

“პოლიტიკური პატიმრის, ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებითა და პოლიტიკური საბჭოს წევრთა თანხმობით, გავხდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოცხადებული ნდობისთვის.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.

ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი — საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე.

ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე — სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

ამ პარტიის ისტორიას უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რეფორმა და გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის სახელთანაც მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილება და ქვეყნის აღმშენებლობა ასოცირდება.

ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ვალდებულება და კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც სამშობლოს მსახურება ჰქვია.”- წერს ანი ნადარეიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.