გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ფონზე რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გურიაში აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რეპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის რეგიონულ ჭრილში გაფართოება. გენერალურ კონსულთან განვიხილე აზერბაიჯანული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გურიაში. სამხარეო ადმინისტრაცია გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საკონსულოსთან, მოხდება მათ მიერ მოწოდებული კონკრეტული წინადადებების განხილვა და რეგიონის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ როგორც ჩვენთან წარმოებული პროდუქციის ექსპორტს , ასევე, აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციების შემოსვლას გურიაში”,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
