Skip to content
23/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

მარშალ პრესი 22/09/2026
FORUM

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითა და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.

ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს

Post navigation

Previous: ცესკო განცხადებას ავრცელებს
Next: დედაენის ბაღში ეროვული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.