Skip to content
20/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

მარშალ პრესი 20/09/2026
BACHO ODISHARIA

ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ,- ამის შესახებ კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია, წერს სოციალურ ქსელში.

ოდიშარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გველესიანს არ დაუკონკრეტებია თუ ვისგან, რომელი ძალისგან, მოდიოდა კონკრეტული სახის ზეწოლა ნაცლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნილის ილუსტრაცია თავადვე მოახდინა.

“ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ. სწორედ ამაზე ისაუბრა გიორგიმ. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად, ვინ და რა ფორმით ახდენდა ზეწოლას ფეხბურთელებზე (და არა მხოლოდ), მაგრამ ამის ილუსტრაცია თავადვე მოახდინეს მისი ნათქვამის ადრესატებმა. მადლობა გიორგის ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებისთვის – მისი როლი ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაში ფასდაუდებელია. და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ აკაკანებული ბაბლისგან განსხვავებით, მას სამშობლოს განცდა და ეროვნულობის შეგრძნება გააჩნია,”- წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: გიორგი ფხაკაძე საბავშვო ბაღებში მომხდარ ინციდენტზე: არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა, მარაზმამდე დადის
Next: გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.