გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, გიორგი გველესიანს უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.
მისივე თქმით, ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა ვერცერთ საქართველოს მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა.
„ გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. როგორც კი საჯარო სივრცეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ჯდება და საკუთარ სათქმელს თავისუფლად გამოხატავს, მაშინვე იწყება შეურაცხყოფის, დაცინვისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია.
გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. შეიძლება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ყველა არ დაეთანხმოს, მაგრამ განსხვავებული აზრი არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის შევიწროების საფუძველი.
ფაქტია, გიორგი გველესიანს უკვე აქვს დიდი ცნობადობა, ნდობა და რეალური მხარდაჭერა. ადამიანებს აინტერესებთ მისი მოსაზრებები და აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ იგი მომავალშიც ხშირად ისაუბრებს არა მხოლოდ სპორტზე, არამედ საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა აქტუალურ საკითხებზეც. ქართულ საზოგადოებას სჭირდება წესიერი ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს სხვისი რეაქციის შიშით არ მალავენ.
და ბოლოს: ე.წ. „ლიბერალური სექტის“ ისტერიკა და კრიტიკა ვერცერთ საქართველოს მოქალაქეს ვერაფერს დააკლებს. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, ვინ არის მზად თავისუფალი მსჯელობისთვის და ვის სურს განსხვავებული აზრის ჩახშობა.“ – წერს მეტრეველი.
