საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს.
ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.
გეგმიური სამხედრო სწავლებები სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
