Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება

მარშალ პრესი 19/09/2026
irakli kobakhidze10

მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

“თუ 2012 წელს მთელი სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, რაც აისახებოდა, ბუნებრივია, პროგრამების მოცულობაზე უარყოფითად, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის დევნილების განსახლება, დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა – დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
Next: ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.