Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ვინც მუშაობდა არასამთავრობოში, ყველა აგენტი არ არის

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze
ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
„საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს.
მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს NGO-ები იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად, NGO არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება.
თვითონ NGO არის  ასეთი ფენომენი და NGO არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ვინც კი მუშაობდა NGO-ში, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი
Next: ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.