Skip to content
19/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს

მარშალ პრესი 18/09/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს „ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები“.

მისივე თქმით, ამჯერად ლექციას „ნაცსექტანტი“ ევროზონაში მოისმენს გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.

„ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს. ბერლინში ჩასულმა კი მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს.
ფერაძის ინფორმაციით, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო მის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატი.

და აი, აქ არის სიუჟეტის ნამდვილი მარგალიტი: საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პოსტი „თავისუფლებისთვის ბრძოლად“ საღდება და ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება, გერმანიაში კი იგივე Facebook-პოსტი შეიძლება სისხლის სამართლის საქმის სათავედ იქცეს.
ესეც „რუსულია“?

არა, ეს უბრალოდ ის ევროპაა, რომლის სუპერდემოკრატიაზე საქართველოში სხვებისთვის ასე თავდაჯერებით უკითხავენ ლექციებს ორგროშიანი ნაცგობლინები და მათი პატრონები. ოღონდ ამჯერად ლექციას ნაცსექტანტი ევროზონაში მოისმენს — გამოხატვის თავისუფლების ლიმიტებზე, თან ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე საქართველოშია მიჩვეული.“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ
Next: ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.