Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის – აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში

მარშალ პრესი 18/09/2026
irakli kobakhidze

ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლად აშენებულ სკოლაში სრულად არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები.

„ყველას მინდა, მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს! თქვენთვის იწყება სრულიად ახალი ეტაპი ცხოვრებაში და ყველას მინდა, გისურვოთ ბედნიერი წლები და ძალიან დიდი წარმატებები. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იქნება ძალიან წარმატებული და საფუძველს ჩაუყრის ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიხარულოა 21-ე სკოლის მოსწავლეებისთვის ბათუმში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ სასწავლო წელს ხვდებიან სრულიად ახლად აშენებულ სკოლაში, სადაც არის უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტები ყველა თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ასეთი სასწავლო გარემო ნიშნავს კიდევ უფრო მეტად ხარისხიან განათლებას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ახალ სკოლას, რომელიც 1 400 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, რომელიც უზრუნველყოფილია ყველანაირი თანამედროვე სტანდარტით და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში – იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვებისთვის, განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას.

დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ბათუმში მე-4 და მე-5 სკოლები, რომლებიც სრულად არის რეაბილიტირებული და იქაც ბავშვებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად ახალი, თანამედროვე გარემო,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს
Next: ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე – ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში, ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.