Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა

მარშალ პრესი 18/09/2026
shalva papuashvili

საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებამ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება.

„გზა, რომელიც არჩეული გვაქვს, არის ის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე შემოვაბრუნეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წაგებული საქმეები. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“. საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ჩართულნი იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად საია რუსეთს სტრასბურგის სასამართლოს საჩივრებს უმზადებდა. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად, რომ არის შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე, თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა
Next: ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციაზე – როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.