მსჯავრდებულებსა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები და „7×7 ფეხბურთის ასოციაციის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.
პენიტენციური დაწესებულების სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მსჯავრდებულებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, მუდმივად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და რეგულარულად იმართება სპორტული ღონისძიებები, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს უწყობს ხელს.
