Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

მარშალ პრესი 18/09/2026
kakha kaladze

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.

“ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი, ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში
Next: პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.