Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

მარშალ პრესი 17/09/2026
guram macharashvili01

„ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელს „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც შემდეგ პარლამენტმა ამერიკული FARA-ს ანალოგის სახით მიიღო, ოპოზიციამ და უცხოურმა ძალებმა მაინც დაიწუნეს.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდგომ მივიღეთ ამერიკული FARA-ს (ამერიკაში მოქმედი კანონის) ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს [უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ]. თუ ასეთი კანონი ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია. ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად
Next: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.