Skip to content
18/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით

მარშალ პრესი 17/09/2026
irakli kobakhidze1

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასლვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის.

„თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავს.

„დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო – კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.