Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: ალოგიკურია, ბრენდის სარეკლამო სახე იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ ბრენდი არ ეთანხმება მას ამ განწყობებში

მარშალ პრესი 17/09/2026
tamta megrelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში Kordz-ის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას სოციალური ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, გლობალური კორპორაციების პოლიტიკა კრძალავს ადგილობრივი ოფისების მხრიდან რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში აშკარა ჩარევას, რათა დაცული იყოს ბრენდის ნეიტრალიტეტი და რეპუტაცია.

„ვოლტი“ საერთაშორისო ფინური კომპანიაა, რომელიც ამერიკულ DoorDash-ს ეკუთვნის. როგორც წესი, გლობალური კორპორაციების პოლიტიკა მკაცრად კრძალავს ადგილობრივი ოფისების მხრიდან რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში აშკარა ჩარევას, რათა დაცული იყოს გლობალური ბრენდის ნეიტრალიტეტი, რეპუტაცია და ბრენდმა არ დაკარგოს „უსაფრთხო, ნეიტრალური პლატფორმის“ სტატუსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრენდის მხრიდან ალოგიკურად მიმაჩნია, სარეკლამო სახედ გამოიყენოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო საჯაროდ აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ თავად ბრენდი პირდაპირ არ ეთანხმება მას ამ განწყობებში.

ზოგადად, ბრენდის ე.წ. „ბრენდ აქტივიზმი“ გლობალურ ბიზნესში გამოიყენება, მაგრამ ის სარისკოა, რადგან, როცა ბიზნესი მასობრივ მომხმარებელზეა ორიენტირებული და ის პოლიტიკურ მხარეს იჭერს, ავტომატურად აშორებს საკუთარ თავს მომხმარებელთა მეორე ნაწილს და კარგავს უფლებას, ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ბიზნესი მომხმარებლად შეინარჩუნებს სწორედ ამ მეორე ნაწილს.

ასეთ დროს მომხმარებელთა მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ან აპლიკაციის წაშლა თავისუფალი ბაზრისა და სამოქალაქო პროტესტის ნაწილია, და ამ პროცესს თავად იწვევს ბრენდის მიერ გადადგმული ნაბიჯი და არა რაიმე ხელოვნურად შექმნილი მიზეზი.

ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ.

ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად მინიმუმ 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.