გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას;
მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობასა
და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვას.
როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, გურიის მუნიციპალიტეტების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
