Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს

მარშალ პრესი 17/09/2026
ana paulina

იუსტიციის დეპარტამენტი მკაცრ ზომებს ატარებს არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“.

„ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

ცნობისთვის, იუსტიციის დეპარტამენტს სურს, საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ. შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე, მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.