კელი დეგნანმა ყვარლის ამერიკული თარო გახსნა

157
წაკითხვა/ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან და მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყვარლის ევროკლუბთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი საზოგადოება „ამერიკულ თაროში“ აღმოაჩენს წიგნებს, თამაშებსა და აქტივობებს, რომელიც მათ იმ უნარების განვითარებაში დაეხმარება, რაც საქართველოს დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის სჭირდებათ.

ამერიკის საელჩო ასევე უჭერს მხარს ამერიკულ თაროს გორში და ზაფხულის ბოლოს გეგმავს კიდევ სამი თაროს გახსნას ქვეყნის მასშტაბით.

130 წელზე მეტის ხნის წინ ილია ჭავჭავაძემ დაწერა: „თუ ღმერთმა ჰქმნა და კაცობრიობის სასახელოდ ამერიკამ ამ მხრით თავისი საწადელი აისრულა, ეს დიდი მაგალითი იქმნება ევროპისათვისაც“ – დღეს ელჩმა დეგნანმა ჭავჭავაძის დაბადების ქალაქი მოინახულა და ყვარლის პირველი სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ დღეს უკვე საქართველოს დემოკრატიული მომავლის სურვილი შთააგონებს მსოფლიოს.

კომენტარები
მოწონება