Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უცხოური ძალების გათვლაა, დეზინფორმაციის კამპანია გაამწვავონ, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯის გადადგმა აიძულონ

მარშალ პრესი 16/09/2026
guram macharashvili01

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ საქართველოს მთავრობისთვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. მისი განცხადებით, უცხოური ძალების მიზანია დეზინფორმაციის კამპანიის გამწვავება, რათა ხელისუფლებას მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება აიძულონ.

„უცხოური ძალების გათვლაა, გაამწვავოს დეზინფორმაციის კამპანია, რათა სწრაფად აიძულოს ხელისუფლება, გადადგას მათთვის ხელსაყრელი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მაშინ მოახერხეს ის, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიღებული იყო არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ და ის რეალობა, რაც ჩვენს ირგვლივაა, ბოლომდე დავიცვათ, რათა ნებისმიერი დეზინფორმაცია, რომელსაც ისევ ის უცხოური ძალა აფინანსებს, საზოგადოებაში არ გავრცელდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ამირან სალუქვაძე: ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური ციფრი 1900-ზე ნაკლებია, ვიკა ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532 – რეალურად, განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.