Skip to content
17/09/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – დარწმუნებული ვარ, თამაზ ბორაშვილის საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება

მარშალ პრესი 16/09/2026
irakli kircxalia1

ირაკლი კირცხალიამ თამაზ ბორაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სუსს ძალოვან სტრუქტურაში 21-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი უხელმძღვანელებს.

“მხარი დავუჭირეთ წარმოდგენილ კანდიდატურას, ბატონ თამაზ ბორაშვილს – თავისი საქმის პროფესიონალს. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ამ სამსახურში 21-წლიანი სტაჟის [მქონე ადამიანი] უხელმძღვანელებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. მინდა სულითა და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა – ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.