დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად, წერეთლის გამზირის №77ბ-ში, პირველ და მეორე სადარბაზოებში, ლიფტების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ლიფტების რეაბილიტაცია 9 მისამართზე ხორციელდება და ჯამში 15 ლიფტს მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 525 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნობიან.
მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება დიდუბის რაიონის გამგეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.
