Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების პირით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ გვესაუბრება

მარშალ პრესი 10/07/2022
მამუკა მდინარაძე

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციის პირით „ნაცმოძრაობა“ გველაპარაკება, რომ ქვეყანა უნდა წალეკონ, აკერმანის გეგმა უნდა განახორციელონ, ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნან, რომ „ენჯეო“ სექტორმა უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და გიგაური ან ლომჯარია უნდა იყოს მთავრობის თავმჯდომარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთ აბსურდებზე ლაპარაკობენ, ლოგიკა გვეუბნება, რომ მათ უკვე ბოლო სვლა აქვთ იმისათვის, რომ რამენაირად ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

„არავის უხსენებია ბოლო დღეებში და გაგახსენებთ, მილიონ ნახევარი დოლარი გამოყვეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნებ არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ლობისტებთან დასახარჯ ფულზეა საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: დღეს ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
Next: მამუკა მდინარაძე: კიდევ ძალიან ბევრია, რაც შეიძლება დავხვეწოთ, ავსახოთ რეგლამენტში და საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.